მთავარისიახლეებისამართალირის სანაცვლოდ მიიღო ე.წ. კუს ტბის საქმის ფიგურანტმა პროკურორმა ,,ელიტური" ბინა...

რის სანაცვლოდ მიიღო ე.წ. კუს ტბის საქმის ფიგურანტმა პროკურორმა ,,ელიტური” ბინა ?

Published on

 
გიორგი უდესიანის ოჯახის წევრები სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ. 
 
,,ე.წ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის საქმის გამომძიებელმა გიორგი გამეზარდაშვილმა გუშინ საქალაქო სასამართლოში აღიარა, რომ გამოძიებამ არ გადაამოწმა ის ფაქტები, რომელიც მოწმის სტატუსით გამოკითხულმა გიორგი უდესიანმა მიაწოდა პროკურატურას ხარძიანის მიერ კუს ტბის წილების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით და ამ საქმეში მისი მონაწილეობის თაობაზე.
 
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოცხადებულმა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა დაცვის მხარის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას აღნიშნული ფაქტები არ გადაუმოწმებია, ვინაიდან მათ საკუთარი ვერსიის უკვე სჯეროდათ და უდესიანის მიერ მიწოდებულ ფაქტებზე ამიტომ რეაგირება არ მოუხდენიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე თავიდანვე შეკერილი იყო გიორგი უდესიანის წინააღმდეგ.
 
(შეგახსენებთ, რომ ეს ის გამეზარდაშვილია, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხელისუფლებამ ციანიდის საქმე შეაკერვინა. ნიშანდობლივია, რომ გამეზარდაშვილის მიერ გამოძიებული ციანიდის საქმე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა განიხილა და კუს ტბის საქმესაც იგივე მოსამართლე განიხილავს. აღნიშნული საქმეების ფიგურანტმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ,,ელიტური" ბინა უკვე მიიღო ე.წ პროკურორებისთვის აშენებულ ცხრასართულიან კორპუსში და ძნელი გამოსაცნობი არაა პროკურატურის ხვლიკი გამეზარდაშვილისთვის გადაცემული ბონუსების ჭერი თუ სად გადის).
 
ასეთი ,,,სამართლიანი" და ,ჭკვიანი" ს გამოძიებულს ამიტომაც საპნის ბუშტივით ხეთქავს ევროპული სასამართლო თუ ინტერპოლი'' –  აცხადებს ჟურნალისტი ნატო უდესიანი 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...