მთავარისიახლეებიპოლიტიკა„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა

Published on

  არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მაგალითად სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე, მე მიმაჩნია, რომ ის არის შეუფერებელი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობისთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და სალომე ზურაბიშვილის საგარეო კურსთან დაკავშირებით განუცხადა.მისი თქმით, არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყოს.
„არ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. არა იმიტომ, რომ შეგნებულად რუსეთის საქმეს აკეთებს საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ მას არასწორად ესმის ქართული საქმის კეთება რუსეთთან მიმართებაში. ის ვერ ასხვავებს სახელმწიფო ინტერესებს საგარეო ურთიერთობაში და შიდა პოლიტიკურ წინააღმდეგობას ქვეყნის წინა ხელისუფლებასთან, თუ სხვა პოლიტიკურ ძალებთან“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს არ ესმის სწორად ქვეყნის ინტერესების დაცვა ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში.„ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ის ოკუპანტის აგენტია საქართველოში. ეს ასე არ არის, ამის არ მჯერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ოკუპანტის აგენტის მეშვეობით თუ არასწორი პოლიტიკის პრეზიდენტის მეშვეობით, ქვეყანა დაზარალდება. თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი ან ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, ორივე შემთხვევა ქვეყანას უკიდურესად დააზარალებს, რადგან კანდიდატი ვაშაძე არის სააკაშვილის წარმომადგენელი და ამ ქვეყანაში სააკაშვილის ჩამოყვანას, კანდიდატი ზურაბიშვილი კი, ბიძინა ივანიშვილის არსებული ხელისუფლების გახანგრძლივებას აპირებს. ჩემი აზრით, არც ერთი და არც მეორე არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა მან.დავით უსუფაშვილი ამომრჩევლებს დღეს ზუგდიდში შეხვდა. მან საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გზავნილია -„უნდა დასრულდეს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობანას თამაში, ოცნება – გასაშვებია, ნაცმოძრაობა – არმოსაშვები“.  უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ყველა დაპირისპირებული მხარე უნდა გააერთიანოს.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...