მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობი აფეთქდა

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობი აფეთქდა

Published on

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.„3 საათსა და 30 წუთზე ინფორმაცია მივიღეთ მე-6 არსენალის ხელმძღვანელისგან, რომ იჩნიას დასახლებულ პუნქტში, ჩერნიგოვის ოლქში აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.ინფორმაცია დაშავებულებზე ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრის რადიუსში შეჩერებულია ავტომობილებისა და მატარებლების მოძრაობა. ასევე დახურულია საჰაერო სივრცე.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი.

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...