მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივი თვითმმართველობის შეთავაზება მიღებულია – 78 წლის ქალბატონმა ციალა ჯოჯუამ მოსალოდნელია შეწყვიტოს...

ადგილობრივი თვითმმართველობის შეთავაზება მიღებულია – 78 წლის ქალბატონმა ციალა ჯოჯუამ მოსალოდნელია შეწყვიტოს აქცია

Published on

ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობის შენობის წინ მიმდინარე  დედა–შვილი ჯოჯუების აქციის 38–ე დღეს მათი პრობლემის შესაძლო გადაწყვეტის კონტურები გამოიკვეთა – როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აცხადებს, მიღწეულია შეთანხმება აქციის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ მათი საცხოვრებელი ფართი რამდენიმე დღეში  მოწესრიგდება, მიმდინარეობს მოლაპარაკება ენერგოკომპანიის წარმომდგენლებთან   ოჯახისთვის ჩაჭრილი ელქტროენერგიის აღდგენის შესახებაც და, როგორც ჩანს, მოხუცი ქალბატონი, რომლის ბედი მთელი ამ ხნის მანძილზე ასე აღელვებდა საზოგადოებას ნორმალურ ყოფას დაუბრუნდება. აქციის სხვადასხვა ეტაპზე ციალა ჯოჯუამ არაერთგზის მიიღო შიმშილობის შეწყვეტის წინადადება გარკვეული პირობებით, თუმცა იგი უარს ამბობდა ამ შეთავაზებებზე ნაწილობრივ უნდობლობლობის, ნაწილობრივ შეთავაზების აბსტრაქტული ხასიათის გამო. კონკრეტული სახე ამ შეთავაზებამ მიიღო  ციალა ჯოჯუას საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართული შეხვედრის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების, ციალა ჯოჯუას ადვოკატის და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით.  შეთაავაზების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ციალა ჯოჯუას გაურემონტდება და მოგვიანებით დაუკანონდება ოროთახიანი ბინა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნას დაისაჯონ ისინი, ვისაც ისინი თაღლითობაში დებენ ბრალს, საქმეს ოფიციალური მსვლელობა  მიეცემა, მხოლოდ მას შემდეგ, როცა სასამართლო ოფიციალურად მიიღებს მათ სარჩელს განსახილველად. დედა–შვილის   მტკიცებით, თაღლითური გზით წაართვა მოქალაქე ციცო მამარდაშვილმა და „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ. თავის მხრივ, ალანია აცხადებს, რომ წლების წინ როცა ის „კომუნალურ გაერთიანებაში“ საბინაო კომისიის წევრი იყო, სოციალურად დაუცველ ცირდავების ოჯახს ბინა რეალურად გადაეცა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს

ჯოჯუების ადვოკატი ია ბერიშვილი აცხადებს, რომ ის ახლა სარჩელის გამამყარებელი არგუმენტების მოძიებით არის დაკავებული და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ურჩიოს  თუა არა თავის კლიენტებს ოფიციალური მსვლელობა მისცენ თავიანთ პრეტენზიებს 

 

 

 

 

 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...