მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაზრდილი ფასები და მცირე პენსია, არანაირი შემოსავლის წყარო და უყურადღებოდ მიტოვებული მოსახლეობა...

გაზრდილი ფასები და მცირე პენსია, არანაირი შემოსავლის წყარო და უყურადღებოდ მიტოვებული მოსახლეობა [Video]

Published on

იაფი სეზონი, ანუ შემოდგომა საქართველოში არ დამდგარა, რადგან პროდუქტზე ფასებმა არა თუ იკლო, კატასტროფულად მოიმატა. როცა ასეთ დროს ძალიან სიძვირეა, ზამთრის მოახლოების შიში მატულობს. სასურსათო საქონელზე ფასები თითქმის 30% -თ გაძვირდა, ეს ბოლო პერიოდის მონაცემებია, რასაც საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილი ფასები და მცირე პენსია, არანაირი შემოსავლის წყარო და უყურადღებოდ მიტოვებული მოსახლეობა – ასეთია რეალობა. მყიდველები შემოსავლის სიმცირეს, გამყიდველები კი კლიენტების ნაკლებობას უჩივიან. ფასები გაიზარდა მედიკამენტებზეც და საწვავზეც, უკმაყოფილო მძღოლები ამბობენ, რომ რეალურად დღეში ერთი ლარის გამომუშავებასაც ვერ ახერხებენ. გრამობით ნაყიდი საკვები პროდუქტები, ნახევრად მშიერი მოსახლეობა და მაძღარი ხელისუფლება- ასე აფასებს მოსახლეობა დღევანდელ რეალობას. ფასების გაზრდა სამომხმარებლო კალათაზე უარყოფითად აისახა. უკეთესის მოლოდინში განვლილი 6 წლის თავზე  უმუშევრობის დონე ისევ მაღალია, საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს- ასეთია კვლევის შედეგები

 

 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...