მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირები იკავებენ - "გამჭვირვალობის" კვლევა

ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირები იკავებენ – “გამჭვირვალობის” კვლევა

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებს ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდნენ.
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებით, საჯარო ინსტიტუტებზე ყოფილი პრემიერისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დიდი გავლენა იკვეთება.
 
„აღმოვაჩინეთ, რომ 38 შემთხვევის გარდა, სულ მცირე, ახალი 17 შემთხვევა გვაქვს. 38 იყო 2015 წელს, ახლა გვაქვს 17 კიდევ ახალი შემთხვევა, როდესაც საჯარო თანამდებობზე დაინიშნენ პირები, რომლებიც მანამდე ბატონი ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდნენ. სრულიად მკაფიო და ცხადი ტენდენციაა ბატონ ივანიშვილთან კერძო სექტორში დაკავშირებული პირების დანიშვნისა, ეს ცხადია მიუთითებს საჯარო ინსტიტუტებზე ბატონი ივანიშვილის არაპროპორციულად დიდ გავლენაზე,“- განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ერეკლე ურუშაძემ.

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...