მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუს სამხედროებს გულრიფშში ევკალიპტის ხე დაეცა - ორი მკვდარია, მესამეს თავი...

რუს სამხედროებს გულრიფშში ევკალიპტის ხე დაეცა – ორი მკვდარია, მესამეს თავი აქვს დაზიანებული

Published on

აფხაზური მედიის ცნობით, გუშინ ოჩამჩირე- სოხუმის ტრასაზე,  გულრიფშის რაიონის სიახლოვეს,   დაბა აგუძერის გადასახვევზე ,„უაზის“ მარკის სამხედრო მანქანას,   რომელსაც რუსი მესაზღვრეები გადაჰყავდა,   ევკალიპტის ხე დაეცა.
 
შედეგად,  ადგილზე გარდაიცვალა ორი მესაზღვრე , მესამე კი თავის ქალის მძიმე ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილიю რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის დაურ გურგულიას  ცნობით, მკურნალი ექიმები  დასავებულის  მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს და,  შესაძლოა, მისი  რუსეთის კლინიკაში გადაყვანა  გახდეს საჭირო. 
 
აფხაზეთის ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებენ სამძიმრის გამოთქმას.
 
ოპოზიციური საერთო ეროვნული მოძრაობა ,,აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის'' სამძიმრის წერილით მიმართავს  დაღუპულთა ოჯახებს და აფხაზეთში რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას. ,, ამ  ტრაგიკულმა  შემთხვევამ შეძრა აფხაზეთის თითოეული მოქალაქე . რუსი მესაზღვრეები აფხაზ კოლეებთან ერთად იცავენ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს  და უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრხოებას, ჩვენი ხალხი მადლიერებით მიაგებს პატივს ყველა რუს სამხედროს, რომელიც დაიღუპა ჩვენს მიწაზე მშვიდობის შენარჩუნებისათვის.'' –  ნათქვამია განცხადებაში.
 
 
 
 

.

 
 
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...

ტრამპი ირანს ულტიმატუმს უყენებს და ელექტროსადგურებზე დარტყმით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ახალი ულტიმატუმი წაუყენა — იგი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას...