ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე, – ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული. „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება დაიწყო 3 აგვისტოს, რის გამოც, მან მკურნალობის მოთხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების ექიმს. 3 აგვისტოს შემდეგ, ივანე მერაბიშვილს ადგილზე ჩაუტარდა 10-მდე სხვადასხვა გამოკვლევა და 5-ჯერ იქნა გადაყვანილი კლინიკებში დიაგნოსტიკაზე. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევების შედეგად, მისი დიაგნოზი მუდმივად იცვლებოდა და საბოლოოდ, 12 სექტემბერს მას დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმებმა ვერ მოახერხეს აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მიუხედავად აღნიშნული სინდრომის სიმძიმისა, ექიმებმა ივანე მერაბიშვილს მხოლოდ ყელის ფიქსატორის ტარების რეკომენდაცია მისცეს. 3 ოქტომბერს, კლინიკა „მედიქლაბ“-ში შეიკრიბა სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო დადგენილიყო ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები და დღეისთვის არსებული დიაგნოზი. განხილვის შედეგად, კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა ექიმები ვერ შეთანხმდნენ აღნიშნული სინდრომის გამომწვევი მიზეზების თაობაზე და შესაბამისად დიაგნოზზე. მიუხედავად ამისა, კონსილიუმის წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული სინდრომის ნიშნების გამოვლენიდან, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენისთვის საჭირო კვლევების ჩატარებამდე გავიდა დიდი დრო, რამაც შეუძლებელი გახადა მიზეზების დადგენა. აღნიშნული კვლევების დროულად ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ასევე, კვლევის დაგვიანებამ გაართულა შესაძლო ინტოქსიკაციის დადგენა.გარდა ამისა, ექიმების ნაწილი თვლის, რომ შესაბამისი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, არსებული მდგომარეობა შესაძლოა გაცილებით გამწვავდეს და გადაიზარდოს მენინგიტში. ვინაიდან კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული. ამჟამად, ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
სიახლეები
შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...
სიახლეები
უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია
დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...
საზოგადოება
კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ
“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ.
პარტიის...
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია
პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა...