მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი - ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი დასცინის მთელ...

მიხეილ სააკაშვილი – ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი დასცინის მთელ საზოგადოებას, მთელი საქართველო გამოჰყავს იდიოტად

Published on

ყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი უბრალოდ დასცინის მთელ საზოგადოებას, მთელი საქართველო გამოჰყავს იდიოტად, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
 
„ასე იცის ჯაყომა… თუ ასეთი რამეები შევარჩინეთ, მართლა ყველაფრის ღირსები ვყოფილვართ. მაგრამ არ შერჩება!“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
 
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილს აუდიომასალის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. როგორც ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქუაშვილმა მას შესთავაზა, რომ გაეკეთებინათ აუდიო ჩანაწერები, ვითომდა მიმდინარეობდა მათზე ზეწოლა, რათა აღნიშნული ჩანაწერები ოქუაშვილს გამოეყენებინა საზღვარგარეთ უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად.
 
ყიფიანის თქმით, აღნიშნული შეთავაზება ოქუაშვილსგან მიიღო იმ პერიოდში, როდესაც თავად „ომეგა ჯგუფში“ მუშაობდა. მისი განმარტებით, ოქუაშვილმა აღნიშნული შეთავაზება მისი ყოფილი მინისტრობიდან გამომდინარე და ოჯახიდან გამომდინარე გააკეთა. ყიფიანის განცხადებით, ოქუაშვილმა განუცხადა, რომ მისი პიროვნება უცხოელი პარტნიორებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...