მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თუ ივანიშვილს უნდა მიიღოს რევოლუცია, ის მიიღებს რევოლუციას" - სააკაშვილი

“თუ ივანიშვილს უნდა მიიღოს რევოლუცია, ის მიიღებს რევოლუციას” – სააკაშვილი

Published on

„რა გამახსენა იცით დღეს ამათ ფართხალმა, ტარაკნებს რომ დიხლოფოსს დაასხამენ და ამოტრიალებულები, რომ არიან ფეხებს რომ იქნევენ,“-ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ 6 წლის წინ დაადუმა „ნაციონალური მოძრაობა“ და 28 ოქტომბერს საბოლოოდ დაასრულებს მას.  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო არ იმსახურებს რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავდეს.  საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით  „ქართულმა ოცნებამ“ იცის ისიც, რომ ის ამ არჩევნებს წააგებს, რადგან მათი შიდა გამოკითხვებში ლიდერობს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი გამოსავალი. პირველი, გადააბაროს მშვიდობიანი გზით ხელისუფლება, ან მეორე, გააყალბოს არჩევნები. ამ შემთხვევაში კი მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდება.„მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა იგივე, რაც ვუთხარი შევარდნაძეს 2003-ში. თუ ივანიშვილს უნდა მიღება რევოლუციის, ის მიიღებს რევოლუციას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით შეცდომები 2012 წელს დაუშვა ამომრჩეველმაც და მაშინდელმა ხელისუფლებამაც, თუმცა ორივე მათგანმა მიიღო დიდი გამოცდილება, ამიტომ ეს არჩევნები უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ შეიცვალოს „ქართული ოცნების“ მმართველობა.„ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია არჩევნებით შემოვაშოროთ ეს მაფიოზური ბანდა ხელისუფლებას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...