მთავარისიახლეებისაზოგადოება„საბავშვო ბაღის ჯგუფებში გადატვირთული რაოდენობაა,"- ირაკლი აბესაძე

„საბავშვო ბაღის ჯგუფებში გადატვირთული რაოდენობაა,”- ირაკლი აბესაძე

Published on

ოპოზიცია თბილისის საკრებულოში საბავშვო ბაღებში შექმნილ მდგომარეობას სწავლობს. ფრაქციანაციონალური მოძრაობა ამ წუთებში ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მერიის განათლების სამსახურის უფროსს უსმენს.

საკრებულოს დეპუტატები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტით გამოყოფილ დაფინანსებაზეც იმსჯელებენ.

ნაციონალურ მოძრაობაში ბაღების ჯგუფებში გადაჭარბებულ რაოდენობას აპროტესტებენ. და ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ ბაღებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემაც არსებობს.ნაციონალური მოძრაობა პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდასაც ითხოვს.

„საბავშვო ბაღის ჯგუფებში გადატვირთული რაოდენობა, 50-60 ბავშვია ერთ ჯგუფში, რაც ნორმალურ სააღმზრდელო პროცესის წარმართვას შეუძლებელს ხდის,“-განცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქციანაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ.

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას თქმით, 2016 წლისთვის 3 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდისთვის.  

თემურ თორდინავას განცხადებითვე, ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...