მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად იქნება წყალგამყოფი სიმართლესა და სიცრუეს შორის, მაგრამ რა...

საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად იქნება წყალგამყოფი სიმართლესა და სიცრუეს შორის, მაგრამ რა უხარია კახი კალაძეს, რომელსაც სველი ფულითურთ წყალი წიღებს?

Published on

,, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის.ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
 
 
როგორც კალაძე აცხადებს, მმართველი გუნდის ამოცანაა კიდევ უფრო განამტკიცოს პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი.
 
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე: ჩვენი ამოცანაა განვავითაროთ ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, სრულად აღმოვფხვრათ სიღარიბე საქართველოში;
 
ჩვენი ამოცანაა ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ვიზრუნოთ საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებასა და გაძლიერებაზე;
 
ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო განვამტკიცოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი;
 
ჩვენი ამოცანაა გადავდგათ თანმიმდევრული ნაბიჯები, რათა, საბოლოოდ, დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის მხარე, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები“, – განაცხადა კალაძემ.
 
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
 
„ამ არჩევნებით უნდა დავამკვიდროთ ახალი, ჯანსაღი და დემოკრატიული კონსტიტუციური ტრადიცია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი: დიდი ქართველების შთამომავალი ქალბატონი, სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი; გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში; პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და წლების მანძილზე იბრძოდა სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.
 
ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
 
სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, იზიარებს ჩვენი დღევანდელი განცხადების პათოსს და სწორედ ამიტომ დგას ის დღეს ჩვენთან ერთად. მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა კალაძე.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...