მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახიდან კონტრაბანდული სიგარეტი იყიდებოდა - იზორიას ოჯახმა „კურიერს“ კამერა...

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახიდან კონტრაბანდული სიგარეტი იყიდებოდა – იზორიას ოჯახმა „კურიერს“ კამერა დაუმტვრია და გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

Published on

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახიდან იყიდებოდა.
 
კურიერმა თამბაქოს რეალიზაცია ფარული კამერით გადაიღო, ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის, ჯუმბერ იზორიას ოჯახმა კი ამის გამო რუსთავი2-ის კამერა დაამტვრია და გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა.
 
იზორიების აგრესიის მსხვერპლი ტელევიზია მას შემდგა გახდა, რაც კურიერმა ფარული კამერით გადაიღო, როგორ იყიდება კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი პოლიციის მაღალჩინოსნის სახლიდან.
 
წყაროს მიერ ამ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ რუსთავი2-ის წარმომადგენელი ფარული კამერით იზორიების ოჯახს მოქალაქედ გაეცნო და მათგან აფხაზურ აქციზიანი სიგარეტი და საწვავი შეიძინა.
 
ჯუმბერ იზორიას ძმამ და ბიძაშვილმა კონტრაბანდული პროდუქციის გაყიდვა კურიერთან უარყვეს და გადამღებ ჯგუფს ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა მათ ჰკითხა, ხომ არ მფარველობს არალეგალურ ბიზნესს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და ხომ არ არის მინისტრის ნათესაობა ხელშეუხებლობის გარანტია, კურიერი იზორიების მხრიდან აგრესიის ობიექტი გახდა.
 
პოლიციის უფროსმა, ჯუმბერ იზორიამ, კურიერთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. გადამღებ ჯგუფს პოლიციის შენობაში უთხრეს, რომ უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდა და ვერც დაუკავშირდებოდნენ.
 
ჯუმბერ იზორიას საქმიანობის შესახებ ინფორმირებულია ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრის, მურთაზ ზოდელავას, თქმით, ჯუმბერ იზორიას გავლენიანი მფარველები მთავრობაში ჰყავს. ის თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას გულისხმობს. ზოდელავას თქმით, მფარველობის მიზეზი კი წინასაარჩევნოდ პოლციიის უფროსის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინებაა.
 
ქართული ოცნების ყოფილი წევრი, გოგი სორდია, სამეგრელოში გაბატონებულ კლანზე საუბრობს, რომელშიც თავდაცვის მინისტრის პროტეჟეს, ჯუმბერ იზორიას გარდა, ყოფილი გუბერნატორი ლევან შონიაც ფიგურირებს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...