მთავარისიახლეებისაზოგადოებამარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება

Published on

მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ცვლილების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ხოლო მისი ამოქმედების კონკრეტულ თარიღზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდება. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს. „სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50%-ს გაუტოლდა. ასეთი რამ მსოფლიოს ორ ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობაა და ეს ქვეყნებია – ავღანეთი და ბირმა. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014 წელს – 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000- მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015 წელს – 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მსგავს საკითხებზე საჭიროა დროული რეაგირება. მან თბილისში ეკოლოგიის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და გარემოს დაცვის მინისტრს საწვავის გეგმური შემოწმების გაგრძელების თხოვნით მიმართა. გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის სინჯების სისტემატური კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომანქანებია: „ეს დამოკიდებულია ძირითადად ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემაა გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რაც არასრული წვის პროდუქტია. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივ გაჯანსაღებას. თბილისში კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხი, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა, მაგრამ ვითარება რომ გაუმჯობესდეს, გვჭირდება ავტოპარკის შეცვლა. საწვავის ხარისხზე მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ზოგიერთ შემთხვევაში საწვავი „ევრო 5“-ის სტანდარტს შეესაბამება“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მინიტორინგს განაგრძობს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...