მთავარისიახლეებიპოლიტიკა„28 ოქტომბერს ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ...

„28 ოქტომბერს ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ საქართველოს მომავალს და მე დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებაში,“ -ზაალ უდუმაშვილი

Published on

„28 ოქტომბერს ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ საქართველოს მომავალს და მე დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებაში,“ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, ფილარმონიაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და ასევე, ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. „ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი დაიწყება სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებით. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტით, რომლის დაკნინებასაც ქართული ოცნება მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ცდილობდა. თუმცა, ყველას მინდა შევახსენო, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომლის ყველა სიტყვას და ყველა ქმედებას ძალიან დიდი პოლიტიკური წონა აქვს და სწორედ გრიგოლ ვაშაძე იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც რეალურად შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სიახლეები

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...