მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო ბავშვებს ჯერ სახელმძღვანელოებს ურიგებს და შემდეგ აფრთხილებს სამართალდამცავებს, რომ...

განათლების სამინისტრო ბავშვებს ჯერ სახელმძღვანელოებს ურიგებს და შემდეგ აფრთხილებს სამართალდამცავებს, რომ გრიფირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდეს

Published on

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავდეს, ამიტომ ინსპექტირების შედეგები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნებათ, – ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე მაჩიტიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.
 
„დასრულდა სახელმძღვანელოების გრიფირების შესწავლა. უნდა ითქვას, რომ გრიფირების შედეგად 1-6 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესში დაინერგა შინაარსობრივად და ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები. ამის მიუხედავად, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის დარღვევა და ხარვეზი. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე.
 
ვინაიდან გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს“, – განაცხადა ეკატერინე მაჩიტიძემ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...