მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 87 წლის ასაკში ...

პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

Published on

ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 87 წლისა  გარდაიცვალა.ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში მუშაობდა, ბოლოს კი „მნათობის“ მთავარი რედაქტორი იყო.მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.თამაზ ჭილაძის ოჯახში, სიღნაღში ორი ცნობილი ქართველი მწერალი გაიზარდა. მისი ძმა, ოთარ ჭილაძე ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული ლიტერატურის დარგში.თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის, სახელმწიფო და რამდენიმე სხვა პრემია.1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კი კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.
თამაზ ჭილაძის პიესებს რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე დგამდნენ. „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“ კი სოფიკო ჭიაურელმა დადგა.

სიახლეები

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...