მთავარისიახლეებიპოლიტიკაზვიადისთვის სამეგრელოდან ჩამოსული კაცები ჭრიდნენ საფლავს და მეგრულად ტიროდნენ...

ზვიადისთვის სამეგრელოდან ჩამოსული კაცები ჭრიდნენ საფლავს და მეგრულად ტიროდნენ…

Published on

ეკა ხერხეულიძის მოგონებებიდან  ზვიად გამსახურდიაზე და აფხაზეთზე პრეზიდენტის გულში :
 
,,ზვიადის გროზნოში გადმოსვენების დღეს ერთად გავფრინდით მე და გურამ შარაძე.ჩეხოვის ქუჩაზე,სადაც ზვიადის ოჯახისთვის განკუთვნილი სასახლე იდგა,ჭიშკრიდან ხელმარჯვნივ სამეგრელოდან ჩამოსული კაცები ჭრიდნენ საფლავს და მეგრულად ტიროდნენ.
 
იქვე იდგნენ დადუმებული ჩეჩნები და თითქოს ამ რიტუალის პატივისცემის ნიშნად, ჩარევა არც უფიქრიათ.
 
საშინლად ციოდა,უფრო სწორად,ყინავდა..ნათლად მახსოვს თითოეული მათგანის სახე,მათ გარდა არავინ იყო ეზოში.იმდენად სულისშემძვრელი სანახავი იყო კაცების ტირილი და მოთქმა,რომ სახლში ვეღარ შევედით.
 
როგორც იქნა ავიარეთ სასახლის დიდი განიერი კიბეები,სადაც ხელმარჯვნივ,ოვალურ ოთახში ზვიადის სამუშაო კაბინეტი იყო.
 
.ოპერატორი ცდილობდა ხელუხლებლად გადაეღო ყველა ნივთი ისე,როგორც ზვიადმა დატოვა საქართველოში ჩასვლამდე…მაგიდაზე ბევრ წიგნს შორის იდო ერთი დიდი წიგნი-'საქართველოს სამოთხე' ,სანიშნი აფხაზეთის თავზე იყო დატოვებული…
 
 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...