მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვლენას თავისი სახელი დაერქვას. რუსეთი აგრესორია “ -...

,,ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვლენას თავისი სახელი დაერქვას. რუსეთი აგრესორია “ – განაცხადა ნიუ-იორკში გიორგი მარგველაშვილმა.

Published on

 საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა  ნიუ-იორკში ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული ფორუმი გახსნა.
 
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მან  ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებში უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ისაუბრა.
 
პრეზიდენტმა სოხუმში 25 წლის წინ განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა .
 
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, რადგან 25 წლის წინ, ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე იდგა სოხუმში, რომელსაც რუსეთის არტილერია ბომბავდა. ის მიმართავდა საერთაშორისო გაერთიანებას დახმარებისთვის. 2008 წელს კი მიხეილ სააკაშვილი მიმართავდა დასავლეთს მხარდაჭერისთვის, რადგან ამჯერად, არტილერიის გარდა, რუსეთი ავიაციითაც ბომბავდა საქართველოს ტერიტორიებს. ამ ომიდან 10 წელი გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვლენას ისტორიაში თავისი სახელი დაერქვას. კარგია, როდესაც ერთიანი ვართ ტერმინებში და აგრესორს აგრესორს ვუწოდებთ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...