მთავარისიახლეებისაზოგადოება"აფხაზეთი საქართველოა", "რუსეთი ოკუპანტია"- გიგა მარაქაშვილმა ენგურის ხიდზე რუსული ოკუპაცია გააპროტესტა

“აფხაზეთი საქართველოა”, “რუსეთი ოკუპანტია”- გიგა მარაქაშვილმა ენგურის ხიდზე რუსული ოკუპაცია გააპროტესტა

Published on

სამოქალაქო აქტივისტმა და ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა ენგურის ხიდზე რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. თბილისიდან ენგურის ხიდამდე, სადაც საქართველო-აფხაზეთის დეფაქტო საზღვარი მდებარეობს, გიგამ  ფეხით წასვლა გადაწყვიტა. მარაქაშვილმა  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისი 14 სექტემბერს დატოვა და ენგურის მიმართულებით დღეში 30 კილომეტრს ფეხით გადაადგილდებოდა."ჩვენ მოვიგებთ ომს" – ეს გიგა მაქარაშვილის პროტესტის ერთ-ერთი მთავარი დევიზი იყო. ის რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს.ენგურის ხიდთან მისულს მას საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და ერთად გამართეს აქცია. მათ ხელში ბანერები ეჭირათ წარწერით: "აფხაზეთი საქართველოა", "რუსეთი ოკუპანტია". როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რუსეთი კვლავ აგრძელებს არასწორ და დამპყრობლურ პოლიტიკას და სანამ ერთ ქართველს მაინც ემახსოვრება დღევანდელი დღის მოვლენები, ბრძოლა დამთავრებული არ იქნება და გრძელდება. აქციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა, აფხაზეთის, ფოთისა და ზუგდიდის სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სხოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 
სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა.  კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა. სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის მებრძოლები.
1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...