მთავარისიახლეებისაზოგადოებაშიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.

Published on

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა.შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დაავადების სტატისტიკის და მისი გავრცელების დინამიკის, ასევე ზიანის შემცირების პროგრამების როლზე. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონის" ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას განცხადებით, ისინი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორდღიანი კამპანიით უერთდებიან. ორგანიზაციის ნიციატივით, ორი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სპეციალურად მოწყობილ მობილურ ამბულატორიაში უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე.შეხვედრის პარალელურად დისკუსიის ორგანიზატორმა ნინო ჯანაშიამ დამსწრეებს სტატისყიკური მონაცემების გააცნო, რომლის თანახმად, სამეგრელოს რეგიონი თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა აივ ინფექციის გავრცელების მხრივ.1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება და ის დაავადების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...