მთავარისიახლეებიპოლიტიკაEdison Research-ის პოლიტიკურ რეიტინგებში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

Edison Research-ის პოლიტიკურ რეიტინგებში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

Published on

შეკითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
 
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს  გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.
 
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს – 18%
 
დამოუკიდებელ , თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 პროცენტი.
 
 
„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს -8%  
 
„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს ხმას კვლევის მიხედვით 3%
 
„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას კვლევის მიხედვით, 2% მისცემდა.
 
სხვა კანდიდატს – 7%
 
კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა 25%-მა.
 
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და საჭირო გახდება მეორე ტური – როგორია პოლიტიკური რეიტინგები საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე – მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია „Edison Research"-მა ჩაატარა.
 
პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია. 
 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...