გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შვილმოკლულ მშობლებს სოლიდარობას უცხადებს. გაერთიანების ლიდერები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შვილმოკლულმა მშობლებმა პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დგომისკენ მოუწოდეს.ვაშაძე აცხადებს, რომ შვილმოკლულ მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ.„ეს არის ენით აღუწერელი უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება, პირდაპირი ძალადობა, თავდასხმა, არ ვიცი, მართლა როგორ უძლებენ და გააუბედურეს ეს ადამიანები ჯერ თავისი შვილების ტრაგედიით და მერე იმ ყველაფრით, რაც აქ ხდება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.ოპოზიცია შვილმოკლულ მამებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დღესვე დაიწყებენ. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პოლიტიკურ ლიდერებს მხარდაჭერისკენ დღეს მოუწოდეს. მათი თქმით, დღეიდან პოლიტიკურ აქციებს იწყებენ და ყველას გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.
სიახლეები
სიახლეები
TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...
სიახლეები
რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი
რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...
სიახლეები
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...
სიახლეები
TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...