მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კურიერის" ინფორმაციით, ივანიშვილსა და ქუმსიშვილს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ

“კურიერის” ინფორმაციით, ივანიშვილსა და ქუმსიშვილს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ

Published on

კურიერის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, სავარაუდოდ, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. ომეგა ჯგუფის პრეზიდენტმა სარჩელი ლონდონის სასამართლოში შეიტანა.სარჩელის შეტანამდე, ზაზა ოქუაშვილი საქართველოს პროკურატურა გამოკითხვაზე დაიბარეს.ომეგა ჯგუფის პრეზიდენტთან შეკითხვები ბიზნესზე ზეწოლას, ტელეკომპანია იბერიის წართმევის მცდელობას და ყველა იმ ფაქტს უკავშირდება. რომლებზეც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებშია საუბარი.საგამოძიებო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის ჩანაწერების ერთ-ერთ მთავარ მონაწილე ირაკლი ჩუბინიშვილსაც ელოდებიან.გამოკითხვაზე ასევე დაბარებულები არიან ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორები. მათი თქმით, საგამოძიებო უწყებაში 27 სექტემბერს გამოცხადდებიან. მათი ადვოკატის განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებულები.„თითქოსდა, ჩვენ არ გამოვცხადდით და ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობა და დირექტორი არ გამოცხადდნენ პროკურატურაში. ამასთან დაკავშირებით გასაკვირია ის ფაქტი, რომ ლევან ყიფიანის დაკითხვა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, დაახლოებით ერთი კვირით ადრე აცნობეს მას, რომ გამოცხადებულიყო პროკურატურაში, როგორი ინფორმაციაც მე გამაჩნია. ასევე, ვანო ჩხარტიშვილსაც რამდენიმე დღით ადრე აცნობეს ამის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება, ომეგა ჯგუფის დირექტორებს, გუშინ საღამოს აცნობეს, გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩაბარდათ მათ ეს უწყებები. ჩვენ არ ვითხოვდით დროის გაწელვას, გამოკითხვის გადადებას, ვითხოვდით, ერთი-ორი დღე, რომ ფიზიკურად მივსულიყავით სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე,“ –  განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...