მთავარისიახლეებისამართალისპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში - დღეს დილით სამინისტროს ექვს მაღალჩინოსანს ხელბორკილები საკუთარ...

სპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში – დღეს დილით სამინისტროს ექვს მაღალჩინოსანს ხელბორკილები საკუთარ კაბინეტებში დაადეს

Published on

სპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში – დღეს დილით   სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების ბრალდებით ჯანდაცვის  სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს. 
 
დაკავებულთა შორისაა  სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე, რომელიც სხვების მსგავასად  ხელბორკილებით გაიყვანეს თავისი სამუშაო კაბინეტიდან. 
 
გია თვალავაძესთან ერთად , ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხრეკის შედეგად უსაფრთხოების სამსახურმა ათობით კილოგრამი აკრძალული ფსიქოტროპული აბები ამოიღო.. სპეცოპერაცია  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა
 
 
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნებაში'' გამოთქვამენ სინანულს იმის გამო, რომ  ნარკოტიკებთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი პირები თავად გახდნენ ეჭვმიტანილები და  აცხადებენ, რომ   მომხდარს მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და დაისაჯონ არა მხოლოდ სააფთიაქო ნარკოტიკების ლობირებაში ეჭვმიტანილი პირები, არამედ ყველა, ვინც ნებისმიერი სახის ნარკოტიკის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
 
 
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გია თვალავაძე 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...