მთავარისიახლეებისაზოგადოებაწყალტუბოს საბავშვო ბაღებში ამ ერთი კვირის განმავლობაში 17 ბავშვი მოიწამლა

წყალტუბოს საბავშვო ბაღებში ამ ერთი კვირის განმავლობაში 17 ბავშვი მოიწამლა

Published on

წყალტუბოდან ქუთაისის  კლინიკა "მედიქალ სითიში" წუხელ ეტაპობრივად  კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. მათ ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებათ. 
 
 კლინიკის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ  ეს  ისეთივე  სიმპტომებია, რის გამოც წინა დღეებში  კლინიკაში 11 ბავშვი მოხვდა. 
 
 მისი თქმით, ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის ნაწლავური ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს.  
 
რაც შეეხება წინა დღეებში შეყვანილ 11 ბავშვს, მათგან 4 გაეწერა, 7 კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
 
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, მათ შორის გეგუთის ბაღში  11 ბავშვის მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...