მთავარისიახლეებიპოლიტიკაულავაშაპრეხილი ორჯონიკიძე და პუტინის ფორუმელი - რანი არიან ჩვენი პოლიტიკოსი ქალები და...

ულავაშაპრეხილი ორჯონიკიძე და პუტინის ფორუმელი – რანი არიან ჩვენი პოლიტიკოსი ქალები და როგორ იბრძვიან რუსული სიმართლისათვის

Published on

სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე და ორჯონიკიძე თუ შულავერის კომიტეტიდან შემოვიდა, ეს ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე აგერ ერეკლეს მოედნიდან აპირებს საქართველოს რუსეთიზაციას, ამდენად ძალიან მიუღებელია ჩემთვის“-ამბობს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი 
 იგი აცხადებს, რომ არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს უჭერს,  სალომე ზურაბიშვილს კი სამარცხვინო კანდიდატს უწოდებს. ელისაშვილის თქმით,  "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს და მისი პრეზიდენტად არჩევა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.,
 
რაც შეეხება იმას, რატომ  გამოეთიშა საპრეზიდენტო არჩევნებს, ალეკო ელისაშვილი  აცხადებს, რომ  კანდიდატად ფინანსების არარსებობის გამო ვერ დარეგისტრირდა, თორემ 
"დიდი გაშმაგები დაუპირისპიორდებოდა ,,ქართული  ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ და წარმოდგენილ სამარცხვინო კანდიდატს.''
 
ნინო ბურჯანაძეს პუტინის მიერ მხარდაჭერილი ევრაზიულ ქალთა ფორუმი წელსაც არ გამოუტოვებია.
 
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. ბურჯანაძე ქალთა საერთაშორისო ფორუმს უკვე მეორედ ესწრება.
 
ღონისძიება, რომელსაც 110 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ვლადიმერ პუტინმა გახსნა. რუსული მედიის ცნობით, ფორუმში მონაწილეობას იღებს ჯგუფი ოკუპირებული აფხაზეთიდანაც.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...