მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი შენგელაიას ჰაერში გამოკიდებული კოცნა

გიორგი შენგელაიას ჰაერში გამოკიდებული კოცნა

Published on

რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.

მიზეზი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიის არ წარმოდგენა გახდა, რომლის ბოლო ვადაც მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ამოიწურა. როგორც გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად წარმდგენი , საინიციატივო ჯგუფის წევრი  პეტრე მამრაძე აცხადებს,  მას ხელმოწერები არ შეუგროვებია.

მისივე თქმით, 29 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის თაობაზე განცხადება შეიტანეს, გიორგი შენგელაია აღარ უნახავს

 შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ცესკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად განცხადებით 29 აგვისტოს მიმართა.

საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად კი 2018 წლის 18 სექტემბრამდე არანაკლებ 25 000 მხადამჭერის ხელმოწერა უნდა წარედგინა.

ცესკოს ინფორმაციით, მხარდამჭერთა სია გიორგი შენგელაიას გარდა ვერ წარადგინა ბევრმა სხვამაც , შესაბამისად საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა კიდევ 18 პირს   – გია ჩხიკვაძეს, კობა ჯულაყიძეს, გიორგი გახოკიას, ნიკოლოზ ლეკიშვილს, დავით ამაშუკელს, თამაზ ბიბილურს, ბონდო ბარათაშვილს, ელისო დონაძეს, ვაჟა ჩხაიძეს, ზაქარია როჭიკაშვილს, ზაურ მეკოკიშვილს, გიორგი შენგელაიას, ბესიკ აფხაიძეს, ავთანდილ ფილაურს, იოსებ ბიბილეიშვილს, იაკობ გრიგორიევს, ნინო ჯიქიას, დენიზა სუმბაძეს, მაია ნინუას და ივანე ნუგზარაშვილს.

 
ცესკოს ინფორმაციით, განხილვის პროცესშია ორი პირის, მიხეილ ანთაძის და ოთარ მეუნარგიას საკითხი..

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...