მთავარისიახლეებისაზოგადოებაარქიმანდრიტ ილია კარტოზიასთვის მინიჭებული საზღვაო ჯილდო დღეს მის ოჯახს გადაეცა

არქიმანდრიტ ილია კარტოზიასთვის მინიჭებული საზღვაო ჯილდო დღეს მის ოჯახს გადაეცა

Published on

 „ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის“ – ასე ქვია სიგელს, რომლითაც საერთაშორისო საზღვაო სააგენტომ  ადრიატიკის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი მამა ილია კარტოზია დააჯილდოვა სიკვდილის შემდგომ.

დღეს დილით ეს ჯილდო  ილია კარტოზიას ძმას გადასცა ეკონომიკის მინისტრმა  დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც იგი გასულ კვირას ლონდონში ვიზიტად ყოფნისას ჩაიბარა საერთაშორისო საზღვაო სააგენტოსაგან.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია. 

ილია კარტოზია შარშან  იტალიურ ბორანზე  Norman Atlantic-ზე გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. მან სამაშველო ნავზე თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...