მთავარისიახლეებიპოლიტიკასკანდალი საგარეო საქმეთა სამინისტროს გარშემო: უწყებამ 700 ათასი ლარი...

სკანდალი საგარეო საქმეთა სამინისტროს გარშემო: უწყებამ 700 ათასი ლარი გადაურიცხა მინისტრის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის ძმის კომპანიას

Published on

გუშინ მედიაში გავრცლდა აუდიტის სამსახური სკანდალური დასკვნა საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული  შესაძლო კორუფციულ გარიგების შესახებ.  დასკვნაში საუბარია  იმაზე, რომ უწყებამ საპოპექტო ი სამუშაოების შესასრულებლად 700 ათასი ლარი გადაურიცხა საგარეო საქმეთა მინისტრის   მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის, ძმის კომპანიას ლენდ მარკ პროჯექტს 
 
აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ კომპანია თანხის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა და ამასთან, დაკისრებული მოვალეობა ხარისხიანად არ შეასრულა.
 
თავად  ვატო მახარობლიშვილი, ამტკიცებს, რომ სამინისტროსა და მისი ძმის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცოდა.
 
უდიტის სამსახური დასკვნაში დიპლომატიურ დაწესებულებებში წარმომადგენლობითი ხარჯების არასწორ ხარჯვაზეც მიუთითებს. მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნაში წერია, რომ საელჩოების ჩატარებული ღონისძიებების შინაარსი, ინფორმაცია დამსწრე პირებზე და გაწეული ხარჯების დოკუმენტაცია ხშირად შეუსაბამო იყო, რაც ბიუჯეტიდან თანხების არაეკონომიურად ხარჯვის რისკს აჩენს. 
 
აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მათი დასკვნის პირველადი ვერსია უკვე დავით ზალკალიანის მინისტრობის პერიოდში გადაეგზავნა. ხმაურიან დასკვნაზე დიპლომატიურ უწყებას შენიშვნები მაკონტროლებელ ორგანოსთან არ ჰქონია. ამიტომ კომპანია ლენდ მარკ პროჯექტსის ისტორიის პირველადი ვერსია საბოლოო დოკუმენტშიც დარჩა და პროკურატურაშიც გადაიგზავნა.
 
უცნობია, რა გეგმა აქვს პროკურატურას და დადგება თუ არა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.  მთავარი პროკურორი ამ კითხვას არ პასუხობს.
 
 
 

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ზუგდიდში - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბენზინისა...