მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში" - მირზა სუბელიანი

“ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში” – მირზა სუბელიანი

Published on

საქალაქო სასამართლომ, მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა იმ მოწმეთა ნუსხაზე და მტკიცებულებაზე, რომელიც არსებითი განხილვის დროს იქნება წარმოდგენილი და სია სრულად დამტკიცდა.დაცვის მხარემ დამატებით მოითხოვა მოწმის სახით პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის დაკითხვაც, რადგან როგორც გაირკვა მასთან კითხვები აქვს თავად ბრალდებულსაც. გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ იმსჯელა მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ის პატიმრობაში დატოვა.პატიმრობაში დარჩენის სურვილი პროცესზე თავად სუბელიანმაც გამოთქვა.
„რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას და მის მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას,  ვეთანხმები აბსოლუტურად იმიტომ, რომ არსებობს ფორმალურად გამოყენების როგორც პროცესუალური ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მე მგონი  ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ბრალდებას თვით ბრალდებული ეთანხმება და მე არ მსურს, რომ შემეცვალოს აღკვეთის ღონისძიება. ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი საქმეს,“-განაცხადა მირზა სუბელიანმა.ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება; თუმცა გარდაცვლილი არასრულწლოვანის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მას საქმეში არსებული მტკიცებულებების გაყალბებასა და მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებს.
„რაც შეეხება  მირზა სუბელიანის ბრალს, შსს-ს გამოძიების  ამ ეტაპზე არ დაუდია  არც ერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც  მის ქმედებაში  ახალი დანაშაულის ნიშნებს გამოკვეთდა. შესაბამისად, მას კვლავ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება მხოლოდ და მხოლოდ ბრალი,“-განაცხადა ადვოკატმა ინგა ჩალაურმა. 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...