მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება

Published on

სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია დაკითხვაზე იმყოფება. დიდი ალბათობით, საქმე სკანდალურ ჩანაწერს უკავშირდება, რომელიც "კურიერმა" გაასაჯაროვა და ზუგდიდის მაღალჩინოსნების მიერ ქრთამის აღებას ეხება. სწორედ, "კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო უწყებამ ამ საქმის შესწავლა.სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია საგამოძიებო უწყებაში უკვე სამი საათია იმყოფება და სავარაუდოდ, მისი დაბარება ფარულ აუდიოჩანაწერებს უკავშირდება.სწორედ აუდიოფაილების გასაჯაროების შემდეგ დატოვა თანამდებობა ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ. გარდა ამისა, თბილისთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ზუგდიდშიც. საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობრის და დაცვის წევრის, ზაზა ხასაიას მეუღლემ. ხათუნა ფიფიამ  საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.ზუგდიდის მერმა პოსტი მას შემდეგ დატოვა რაც გაიგო, რომ მისი კორუფციული გარიგებების შესახებ ფარული ჩანაწერები ხელში "კურიერს" ჩაუვარდა. ჩანაწერიდან ნათელი ხდება, რომ გოგიამ ერთ-ერთი ბიზნესმენისგან, ზურაბ კვირკვიასგან საქმის გასაკეთებლად ქრთამი აიღო, თუმცა საქმე საბოლოოდ არ გაკეთდა. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფული სამეგრელოს გუბერნატორთან და ქალაქის ვიცე-მერთანაც მიდიოდა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...