მთავარისიახლეებიპოლიტიკასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამავე საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.” შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგია გუშინ სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ზუგდიდის ყოფილმა მერმა ე.წ. მოდულის შენობა გვიან ღამით დატოვა. ლაშა გოგიას გამოკითხვა 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამოკითხვის დეტალებზე ყოფილ მაღალჩინოსანს ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ის ხვალ გააკეთებს

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...