მთავარისიახლეებიპოლიტიკაგია გულორდავა: ,,თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ მე ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს...

გია გულორდავა: ,,თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ მე ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში”

Published on

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა აცხადებს, რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი. როგორც იგი ამბობს,  ჩანაწერი არ მოუსმენია ( რაც ფრიად უცნაურია), მაგრამ შეუძლია ცალსახად თქვას, რომ ზურაბ კვირკვიას ბრალდებები მის მიმართ სრულიად აბსურდულია. 
 
 გია გულორდავას თქმით, ზურაბ კვირკვიას  ზუგდიდში გარკვეული ტერიტორიები სურდა, რაზეც ნამდვილად  ჰქონდა  მასთან საუბარი, მაგრამ რაიმე დაპირება დახმარებოდა ამაში,  არგაუცია.პირიქით,  განუმარტა ბიზნესმენს, რომ ის, , რასაც იგი  ითხოვდა,  არაკანონიერი იყო და კანონიერი გზებით მოქმედება ურჩია. შესაბამისად, , მას ბიზნესმენ კვირკვიასგან არავითარი თანხა არ მიუღია არც ხელზე და არც გადარიცხვით.
 
"მას უნდოდა გარკვეული ტერიტორიები ზუგდიდში. მე ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდა ეს, რადგან არაკანონიერი იყო ის რასაც ითხოვდა. ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა, რომ ტერიტორია, პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა, ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიეღო მონაწილეობა ამაში და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. მე თუ უარი ვუთხარი მის მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა მითხარით? თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ მე ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში", – აღნიშნა გულორდავამ.
 
ამ განცხადების ქვეტექსტი შეიძლება იყოს ის, რომ გულორდავა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ბიზნესმენის კეთისინდისიერებას, ისე ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა ამ უკნანასკნელზე ღიად არ საუბრობს.  
 
შეგახსენებთ, გია გულორდავა   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  დაკითხვაზეა შესული.
 
 
 

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...