მთავარისიახლეებისაზოგადოებასაფეხბურთო მატჩი ხობში სკანდალური მიზეზით გადაიდო

საფეხბურთო მატჩი ხობში სკანდალური მიზეზით გადაიდო

Published on

გუშინ ხობში დაგეგმილი   საქართველოს ჩემპიონატის  მატჩი ადგილობრივ  "კოლხეთსა" და ცხინვალის "ლიახვს" შორის  სკანდალური მიზეზით  გადაიდო.

მატჩის გადადების მიზეზი სატელეფონო ზარი გახდა, ,,ლიახვის'' ერთ ერთ ფეხბურთელს გარკვეული გასამრჯელო შესთავაზეს, ფეხბურთელმა მომხდარზე კლუბის ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში. ხელმძღვანელობამ კი მომხდარის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას შეატყობინა.

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ხობში ჩავიდა და  პირადად შეხვდა  კლუბების წარმომადგენლებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს , მოგვიანებით კი, სამსაჯო ჯგუფთან და კლუბების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. მისი განცხადებით ამ გადაწყვეტილების საფუძველითამაშის გარიგების მაღალი რისკი გახდა.

 გარიგებულ თამაშთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

"ყველანაირი ინფორმაცია მოვაწოდეთ სამართალდამცავებს. გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სათანადო გამოძიება და უკმაცრესად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც პირდაპირი, თუ ირიბი გზით ჩართულია გარიგებული თამაშების სქემაში. ფეხბურთი არ არის ის სფერო, სადაც ადგილი ექნება მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს", – განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ფედერაცია გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად სპეციალური დეპარტამენტის შექმნას გეგმავს.

 

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....