მთავარისიახლეებისაზოგადოებასადაც სიმინდი და ლობიო, იქ კანაფიცო ... ...

სადაც სიმინდი და ლობიო, იქ კანაფიცო … გუგული მაღრაძემ, ვოლსკი კი გაბრაზდა

Published on

ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა მარიხუანას მოყვანა, არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა იმ კანონმდებლების, რომლებიც პარლამენტის დარბაზში არიან წარმოდგენილნი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
 იგი გულისხმობდა გუგული მაღრაძის სკანდალურ განცხადებას, რომ კანაფი ისეთივე სასოფლო სამეურნეო კულტურაა, როგორც სიმინდი და სხვა.
 
ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას – განაცხადა მან მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხზე კომენტირებისას  –  ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს?!, ''
 
 
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებობს ორი ალტერნატივა – ერთი არის შავი ბაზარი, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს და ვერ უნდა მოამარაგოს მომხმარებელი, მეორე არის მკაცრი რეგულირება.
 
"ჩვენ ახლა მნიშვნელოვან თემას ვიხილავთ – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეხებით. პირადად ჩემი მოსაზრება ამ გადაწყვეტილების მიმართ არის ნეგატიური, მაგრამ გვაქვს ეს მოცემულობა. ამ მოცემულობას ან უნდა დავუპირისპიროთ რეგულაცია, ან უნდა მივუშვათ და გავხადოთ ეს საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტი. მართალს მოგვახსენებს არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ, სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქ საკმაოდ წარმომადგენლობით არიან და საკმაოდ ინტენსივობით გამოდიან ამ უბედურების წინააღმდეგ, რომელსაც ნარკომანია ჰქვია, ამ შემთხვევაში კი კანაფის მოხმარებაზე გვაქვს საუბარი. მაგრამ ეს თემა თუ კანონით არ დავარეგულირეთ, ჩვენ გაგვექცევა ეს სიტუაცია ხელიდან. ამიტომ ეს მითქმა-მოთქმა ჩვენი ბრალია. ვიღაცა ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოს და სიმინდს შეადარა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გამოხატულებაა იმ კანონმდებლების, რომლებიც პარლამენტის დარბაზში არიან წარმოდგენილნი.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...