მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკონომიკის მინისტრი იძულებითი შვებულებიდან დაბრუნდა

ეკონომიკის მინისტრი იძულებითი შვებულებიდან დაბრუნდა

Published on

ჩემი შვებულება არ იყო აღებული დასვენების მიზნით, ეს იყო იძულებითი შვებულება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, მას წინა სამსახურში ბევრი საქმე დარჩა გადასაბარებელი. გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, გარკვეული დრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცედურებისთვისაც დასჭირდა.
 
„ვწუხვარ, რომ ჩემმა აქ არყოფნამ ასეთი რეზონანსი გამოიწვია. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც იწყებს სამსახურს, არ არის მისაღები, რომ უცებ გავიდეს შვებულებაში. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი სიტუაცია იყო ძალიან სპეციფიური. ეს შვებულება არ იყო აღებული დასვენების მიზნით. ეს იყო იძულებითი შვებულება, რადგან, როგორც არაერთხელ ვთქვი, არ ვგეგმავდი ჩემი წინა სამსახურიდან წამოსვლას. ვერც ვიფიქრებდი, რომ მე საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დავინიშნებოდი. შეიქმნა სპეციფიური სიტუაცია, რომ ჩემს წინა სამსახურში ძალიან ბევრი გადასაბარებელი საქმე დამრჩა. აგრეთვე დამჭირდა დრო, რომ ჩამეტარებინა რიგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი.
 
სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პროცედურებმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ვვარაუდობდი, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ და ამისგან არავინ არის დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ვიყავი, ჩემს სამინისტროსთან რეგულარულად ვიმყოფებოდი კონტაქტზე და 100%-ით უზრუნველვყავით ის, რომ ჩემს არყოფნას არ მიეყენებინა ზიანი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
 
ეკონომიკის მინისტრმა ასევე საკუთარ გეგმებსა და გამოცდილებაზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ქვეყანას უდიდეს შედეგს მოუტანს. მინისტრის თქმით, მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მოვალეობებს.
 
„ორშაბათიდან მთელი ენერგიით და ენთუზიაზმით, 100%- ით ჩავერთე ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაში. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ამბიციები მაქვს და თუ მექნება საშუალება, ძალიან დიდი შედეგების მიღწევას ვაპირებ  განაცხადა მან

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...