მთავარისიახლეებიპოლიტიკაკალაძის ეშმაკის ბორბალი და კორუფციული გარიგებები - დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია ...

კალაძის ეშმაკის ბორბალი და კორუფციული გარიგებები – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია მწვავე კრიტიკით გამოსვლას გეგმავს

Published on

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე   ოპოზიციონერი დეპუტატები ეშმაკის ბორბალთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებაზე საუბარს გეგმავენ. კერძოდ, მმართველი გუნდის ოპონენტები თბილისის მერიის მიერ ორი მილიონი ლარის გამოყოფაზე  გაამახვილებენ ყურადღებას. 
 
2 მილიონ ლარიანი კონტრაქტი იტალიურ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია. პროექტი ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათისა და ახალი განათების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
 
.„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ მერია დედაქალაქის პრობლემებს არაადეკვატურად აფასებს .„ან უნდა თქვან, რომ ქვეყანაში ისე კარგად არის ყველაფერი, რომ ეშმაკის ბორბალიღა დაგვრჩა გასამართი და ამისთვის 2 მილიონი ლარი უნდა დავხარჯოთ, ასევე უნდა გვითხრან რომ ქვეყანაში იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ სარესტორნო მომსახურებაში შეიძლება, რომ 45 ათასი ლარი დახარჯონ და პარალელურად 1 ლარად და 13 თეთრად გამოკვებონ სოციალურად დაუცველები. ამ ორ საკითხზე გვექნება ჩვენ ყურადღება გამახვილებული,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა კი ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...