მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: ,,როდესაც სალომე ზურაბიშვილი წააგებს, იტყვიან, რომ ეს მათი კანდიდატი არ...

გიორგი ვაშაძე: ,,როდესაც სალომე ზურაბიშვილი წააგებს, იტყვიან, რომ ეს მათი კანდიდატი არ იყო, თუმცა, ამ „ბლეფს“ საზოგადოება არ დაიჯერებს“

Published on

ხვალ  9 სექტემბერს ,, ქართული ოცნების''  პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაირკვევა, ვის დაუჭერს მხარს მმართველი  პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე.
 
 კანდიდატების წარდგენის დასრულების  შემდეგ ჩვენ გვექნება საშუალება გადავხედოთ კანდიდატების სიას და მხარი დავუჭიროთ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს. ჩვენი მხარდაჭერა იქნება ფართო, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ეს იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც მიემართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილ ფონდში", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
 ინტრიგა, რომელიც ახლდა მოლოდინს, წარადგენდა თუ არა ,,ქართული ოცნება არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს ამოიწურა, რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც პარტია მხარს დაუჭრდა მ შემთხვევაში, თუ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებოდა,  აქამდეც  გარკვეული იყო – სალომე ზურაბიშვილი. 
გაერთიანებული ოპოზიციის კანდდათის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დღევანდელ პრესსკონფერენციაზე განმარტა, რითარის განპირობებული ეს არჩევანი: 
 
„თქვენ ნახავთ, რომ ცოტა ხანში მთელ საქართველოში ბიზნესს „შეუყვარდება“ სალომე ზურაბიშვილი. იტყვიან, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში, სწორედ ბიზნესსექტორი გრძნობს და ხედავს იმას, რომ ასეთი პრეზიდენტი ქვეყანას არ შეიძლება ჰყავდეს. „ქართული ოცნება“ არის უკიდურესად რთულ მდგომარეობაში, მას გასული არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად გაუმესამედდა რეიტინგი, აქედან გამომდინარე, სახის შენარჩუნებას ცდილობენ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. როდესაც სალომე ზურაბიშვილი წააგებს, იტყვიან, რომ ეს მათი კანდიდატი არ იყო, თუმცა, ამ „ბლეფს“ საზოგადოება არ დაიჯერებს“, – განაცხადა ვაშაძემ..
 
 
 
 

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...