მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის ზღვის ფსკერი სპეციალისტებმა შეისწავლეს

ანაკლიის ზღვის ფსკერი სპეციალისტებმა შეისწავლეს

Published on

  ბელგიური კომპანია. Adede-ს სპეციალისტებმა და მყვინთავებმა ანაკლიის საზღვაო აკვატორია და ზღვის ფსკერი შეისწავლეს.და განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. კომპანია ამ მიზნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მოიწვია. 
 
ტექნიკური მოკვლევა საერთაშორისო სტანდარტების (IMAS) შესაბამისად ჩატარდა. სპეციალური მოწყობილობებით (სკანერი, gps, წყალქვეშა ქვიშის სატუმბი, წყალქვეშა დეტექტორი და სხვ.), სპეციალისტებმა ჯერ საზღვაო არეალი გამოიკვლიეს, სიგნალით დაფიქსირებული წერტილები კი ჩაყვინთვის შედეგად შეისწავლეს და მათი იდენტიფიცირება მოახდინეს.
 
სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომელიც სამუშაოების ხარისხიანად, უსაფრთხოდ და გეგმის მიხედვით წარმართვას მეთვალყურეობდა, რის შემდეგაც სამშენებლო პროექტის მთლიანი საზღვაო ტერიტორია გამოცხადდა უსაფრთხოდ.
 
მსგავსი ტიპის სამუშაოები 2017 წელს, სახმელეთო სამშენებლო პროცესის დაწყებამდე, ანაკლიის პორტის საინვესტიციო ტერიტორიის სახმელეთო ნაწილზეც ჩაატარა. მაშინ სახმელეთო განაღმვითი პროცესი ჰუმანიტარული განაღმვის ბრიტანულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტმა“ (Halo Trust), „დელტას“ მონიტორინგის ფარგლებში შეასრულა.
 
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოების მოსამზადებელ პერიოდში, ასევე ჩატარდა პორტის აკვატორიის არქეოლოგიური შესწავლა: არქეოლოგებმა და მყვინთავებმა ანაკლიის პორტის საინვესტიციო საზღვაო ტერიტორიის ფსკერი გამოიკვლიეს. აღნიშნული სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო ჯგუფმა “ლოკუს-მრჩეველმა“ ჩაატარა, რომლის სპეციალისტებმა ზღვის ფსკერი სპეციალური თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით (სონარი, სკანერი) შეისწავლეს. არქეოლოგების დასკვნით, ფსკერზე დაფიქსირდა ლითონის ელემენტები, ფრაგმენტები, ქვების ყრილები, რომლებიც კულტურულ მემკვიდრეობის ღირებულებას არ ატარებს.
 
 

სიახლეები

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...

შსს-მ აეროპორტში, ბარგის შემოწმებისას 19 კგ-ზე მეტი მარიხუანა ამოიღო – დააკავეს ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისის...

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...