მთავარისიახლეებისაზოგადოება2016 წლის აპრილიდან მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება

2016 წლის აპრილიდან მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება

Published on

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  2016 წლის აპრილში მასწავლებლის საშუალო ხელფასი უკვე 600-700 ლარი იქნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განახცადა. 
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა,  ჯანდაცვის შემდეგ ყველაზე დიდი ფინასური რესურსი მობილიზებული იქნება განათლებაზე. 
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2015 წლის 1 აპრილიდან პედაგოგების ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი დაიწყო და გახდა 405 ლარი, ეს გაგრძელდება გაისადაც. განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით 60%-იანი ზრდა არის საბაზო ხელფასის. 
"მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საბაზო ხელფასის ზრდა უფრო მეტად ზრდის კიდევ საშუალო ხელფასს. მასწავლებლის საშუალო ხელფასი უკვე 2016 წლის აპრილში გვექნება 600-700 ლარი", – განაცხადა თამარ სანიკიძემ. 
პრემიერი დაინტერესდა,  რამდენი იყო საშუალო ხელფასი, რაზეც განათლების მინისტრმა, თაამარ სანიკიძემ უპასუხა, რომ საშუალო ხელფასი იყო 400-დან 500 ლარამდე. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, 2017 წელს კიდევ არის მასწავლებლის ხელფასის ზრდა დაგეგმილი, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუტოლებს მასწავლებლის ხელფასსაც. 
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მეცნიერების ხელფასებზეც. მისი თქმით, ეს ხელფასები იყო მიზერული, სადღაც 150-200 ლარი და გაიზარდა 200-300%-ით. ამ თემაზე საუბრისასა განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ კვლევით დაწესებულებებში საშუალო ხელფასი არის 600-700 ლარი, ადრე კი 150-200 ლარი იყო. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...