მთავარისიახლეებისაზოგადოებამოქალაქეთა დაუდევრობის მსხვერპლი - 43 წლის რეინჯერი ივანე კუპრაძე

მოქალაქეთა დაუდევრობის მსხვერპლი – 43 წლის რეინჯერი ივანე კუპრაძე

Published on

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 43 წლის რეინჯერი ივანე კუპრაძე დაიღუპა.,  იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
 
  გარდაცვლილს ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდა, დღეს დილით კი საკუთარ სახლში გადაასვენეს.
 
 მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
 
 არსებული ვერსიით  ხანძარი  გამოიწვია ხარაგაულის ტყე-პარკში მოქალაქეთა მიერ დატოვებულმა კოცონმა –  ცეცხლი ახლო მდებარე ხეებს გადაედო .
 
 
 
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
 
„ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. ამჟამად იგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.  გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.
 
 ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ  მომხდარის გამო და ვუსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, – ნათქვამია ინფორმაციაში.
 
 შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...