მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა ფოთში? - ახალი დეტალები ყუმბარის აფეთქების გარემოებათა შესახებ

რა მოხდა ფოთში? – ახალი დეტალები ყუმბარის აფეთქების გარემოებათა შესახებ

Published on

რა მოხდა ფოთში? –  დღეს დილით ხელყიმბარის აფეთქების შედეგად დაღუპული და დაშავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები რუსთავი 2 -ის ეთერში ახალ დეტალებზე საუბრობენ

ვის ეკუთვნოდა ფოთში აფეთქებული ხელყუმბარა და როგორ მოვიდა ის საბრძოლო მოქმედებაში – “კურიერს“ დაშავებულების ახლობლები უყვებიან. F-1 ტიპის ხელყუმბარა სავარაუდოდ, ერთ-ერთ დაშავებულს ეკუთვნოდა.

 

 

დაშავებულის დედა კი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ხელყუმბარა გარდაცვლილს ეკუთვნოდა.

 

„რა ხელყუმბარა, რის ხელყუმბარა, სად ექნებოდა ახლა ჩემს შვილს ხელყუმბარა. გარდაცვლილი იყო ეს ხელყუმბარა იმას ჰქონდა სახლიდან გამოტანილიო, ჩემი შვილი შეესწრო შემთხვევით და კი ხედავთ ახლა რა მდგომარეობაშია,“ – ამბობს დაშავებულის დედა.

 

მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აფეთქებისას გარდაცვლილი რომან სიჭინავას დეიდა ამბობს, რომ მის დისშვილს საბრძოლო მასალასთან შეხება არასოდეს ჰქონია.

 

თამარ შენგელია ამბობს, რომ სიჭინავას ბოლოს ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა და გაიგო, რომ თბილისიდან ფოთში ჩასული იყო.

 

ფოთში აფეთქება დღეს დილით მოხდა, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი დაშავდა. სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, ორის მდგომარეობა კი მძიმე რჩება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...