მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ ზუგდიდის ორგანიზაცია საოლქო საარჩევნო კომისიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს

ენმ ზუგდიდის ორგანიზაცია საოლქო საარჩევნო კომისიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს [Video]

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია 67 -ე საოლქო საარჩევნო კომისიას ბრალს ნეპოტიზმში დებს.
 
ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე კომისიის ხუთივე წევრს „ქართული  ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ნათესაურ კავშირებზე საუბრობს.
 
.„ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არის ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შვილის ნათლია, მესხის მოადგილე ნანა ოყუჯავა ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას შვილის ნათლიაა, ნანა შენგელია მერაბ ქვარაიას ნათესავია, ნანა გოგინავა, რომელიც ერთ-ერთი ააიპ-ის თანამშრომელია, მერის მოადგილის მაიზერ ნანავას რეკომენდაციითაა დანიშნული. ხათუნა დავიანტიც მერიის მაღალჩინოსნის ნათესავია, ლელა ლაშხიაც „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელია.
 
ისინი ემზადებიან გაყალბებისთვის, თუმცა ჩვენ მათ არც ერთ ხმას არ გავაყალბებინებთ“- აცხადებს წითლიძე.
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს საოლქო საარჩევნო კომისიაში უპასუხეს.. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი თამარ ჟვანიასთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ეს საქმესთან კავშირში არ არის, რადგან ის გაცილებით ადრე მუშაობდა ამ სისტემაში, ვიდრე თამარ ჟვანია გახდებოდა ცესკო-ს თავმჯდომარე.
 
ანა წითლიძე აცხადებს, რომ ცესკო წინასწარ გაყალბებისთვის ემზადება და კომისიების ნეიტრალური ადამიანებით დაკომპლექტებას მოითხოვს.
 
 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...