მთავარისიახლეებისაზოგადოებაანი წითლიძე ქალაქის მერს კორუფციაში ადანაშაულებს,ირაკლი გოგოხია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

ანი წითლიძე ქალაქის მერს კორუფციაში ადანაშაულებს,ირაკლი გოგოხია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

Published on

ქალაქის ტერიტორიაზე სარეკლამო ბილბორდების ბოძების დამონტაჟება აქტიურად მინდინარეობს. პროცესს ქალაქის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ეხმიანებიან.

ანი წითლიძის განცხადებით, ფრაქცია ბილბორდების დამონტაჟებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა, წითლიძე ჟანგიანი რკინის კონსტრუქციების განთავსებასა და კორუფციულ გარიგებაში ქალაქის მერს ადანაშაულებს. წითლიძის ბრალდება ქალაქის მერმა უპასუხოდ დატოვა. ირაკლი გოგოხიამ დეპუტატის ბრალდებას აბსურდული უწოდა. ქალაქის მერია მიიჩნევს, რომ თანამედროვე სარეკლამო ტექნიკური საშუალებების განთავსებას ხვადასხვა ლოკაციაზე არ არღვევს ქალქის იერ-სახეს.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სარეკლამო ბილბორდების განთავსება ხორციელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 მაისის # 26 დადგენილებისა და,,გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის #102 განკარგულების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული კომპანია,,ალმა“ ახორციელებს აღნიშნული კონსტრუქციების განთავსებას ქალაქის ტერიტორიაზე, აღნიშნული არ არღვევს კანონს,,რეკლამის შესახებ“ და სრულ შესაბამისობაშია როგორც სამშენებლო წესებთან და ნორმებთან, ასევე ქალაქმშენებლობით პირობებთან.

აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია აქვს ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“. ლაშა ფარცვანიამ „ოდიშთან“სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ფრაქციას ამ თემაზე ცალსახა მიდგომა აქვს,მისი განმარტებით ბილბორდების ასეთი სახით განთავსება, რაც სიმეტრიულად ერთმანეთთან სიახლოვეს გულისხმობს, ქალაქში სივიწროვეს შექმნის და შეუსაბამო განლაგება იერსახეს დაამახინჯებს.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...