მთავარისიახლეებისაზოგადოებაუბედური შემთხვევა წითელ ხიდზე, დაგორებულმა სატვირთო ავტომანქანამ აზერბაიჯანელი მესაზღვრე მოიყოლია

უბედური შემთხვევა წითელ ხიდზე, დაგორებულმა სატვირთო ავტომანქანამ აზერბაიჯანელი მესაზღვრე მოიყოლია

Published on

წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა, რომელიც საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით იყო გაჩერებული, დაგორდა და დაეჯახა სამხედრო პირს, რომელიც გარდაიცვალა.
 
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის „წითელი ხიდის“ გამშვებ პუნქტზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი აზერბაიჯანელი მესაზღვრეა.
 
„საზღვრის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე შემოწმებისთვის გაჩერებული იყო სატვირთო მანქანა. მაშინ, როდესაც სატვირთო მანქანის მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, რათა შემოწმებისთვის საბუთები წარედგინა, მანქანის სამუხრუჭე სისტემაში პრობლემა შეიქმნა, რის შედეგადაც მანქანამ მოძრაობა დაიწყო და დაგორდა. შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა, რომელიც სატვირთო მანქანის წინ იდგა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
 
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნავენ, რომ მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა მიღებული დაზიანებებისგან. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო.
 
არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი საქართველოს მოქალაქეა.

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...