მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი რუსული კავშირების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ლობისტის სემ პატენის მუქარის შემცველ...

მიხეილ სააკაშვილი რუსული კავშირების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ლობისტის სემ პატენის მუქარის შემცველ მესიჯს ასაჯაროებს

Published on

მიხეილ სააკაშვილი რუსული კავშირების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ლობისტის სემ პატენის მუქარის შემცველ მესიჯს ასაჯაროებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN -ის ეთერში თქვა, რომ ამერიკულ არხზე პირდაპირი ეთერის დაწყებამდე მისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი არველაძეს, "ქართული ოცნების" ლობისტმა წერილი გაუგზავნა და კატეგორიულად მოითხოვა, სააკაშვილს მის შესახებ არ ესაუბრა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომატების გამოქვეყნებით დაემუქრა.
 
სემ პატენი 2011-2012 წლებში ამერიკაში "ქართული ოცნების" მთავარი ლობისტი იყო. შეერთებულ შტატებში მას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. აშშ-ს მთავრობა პატენს უკრაინელი პრორუსი ოლიგარქებისგან სასარგებლოდ მუშაობას და მათგან არადეკლარირებული შემოსვლის მიღებას ედავება. პატენმა აღიარა, რომ მან გამოიყენა აშშ-ს მოქალაქე, რომლის დახმარებითაც ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ოთხი ბილეთის საფასური, 50 000 დოლარი გადაიხადა. ბილეთები უკრაინელი სერგეი ლოვოჩკინისთვის შეიძინეს, რომელიც პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი იყო. ამერიკული კანონმდებლობით კი საინაუგურაციო კომიტეტში უცხოური დაფინანსების გამოყენება იკრძალება. თავად სემ პატენის რუსული კავშირები კი 2001 წლიდან იწყება, როდესაც ის მოსკოვში IRI-ის ოფისს ხელმძღვანელობდა. ლობისტური საქმიანობის დროს ის წლების მანძილზე საქართველოს ძველ და ახალ ხელისუფლებას კონსულტაციას უწევდა, თუმცა საკმაოდ სოლიდურ თანხას თვეში 45 ათას დოლარს მას ბიძინა ივანიშვილი უხდიდა.
 
წყარო: რუსთავი2

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...