მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში 24 აგვისტოდან გაუჩინარებულ ბიზნესმენს გენადი სანაიას ეძებენ

სოხუმში 24 აგვისტოდან გაუჩინარებულ ბიზნესმენს გენადი სანაიას ეძებენ

Published on

სოხუმში  24 აგვისტოდან გაუჩინარებულ ბიზნესმენს  გენადი სანაიას ეძებენ. ხელისუფლება კარგა ხანს ცდილობდა არ გაეხმაურებინა ეს საქმე, მაგრამ ბიზნესმენის სავარაუდო გატაცების ფაქტთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ მაინც გაჟონა  სოციალურ ქსელში. როგორც ანონიმი ავტორი იტყობინებოდა, დაზარალებულის კუთვნილი ავტომობილი სამართალდამცველებმა სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში იპოვეს.
 
 სოხუმში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა დე- ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა , რომელმაც დაავალა სამართალდამცავებს უმოკლეს ხანში გამოიძიონ საქმე და დააკავონ გამტაცებლები. ,, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება '' –  განაცხადა მან. 
 
 
საქმე დე ფაქტო რასპუბლიკის გენერალური პროკურორის პირად კონტროლზეა აყვანილი, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, აღძრულია  სისხლის სამართლის საქმე  და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყება დატელებს ჯერჯერობით არ ახმაურებს.
 
გატაცებული სოხუმის #6  ტაქსოპარკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა,  ცნობილი ფეხბურთელის ვალტერ სანაიას ვაჟი, დაბადებულია 1944 წელს და ცხოვრობს სოხუმსა და მოსკოვში. 
 
 ცნობისათვის, ოჩამჩირელი  ვალტერ სანაია 40-50 – იან წლებში  თამაშობდა სოხუმის, თბილისისა და მოსკოვის საფეხბურთო გუნდებში,  ფლობდა 1949 წლის საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებულის ტიტულს და ითვლებოდა ლევ იაშინის მასწავლელად და გზის გამკვლევად დიდ ფეხბურთში.  გარდაიცვალა 1999 წელს, მოსკოვში.
 

 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...