მთავარისიახლეებიკულტურა“ბერლინისის” ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ფესტივალში ტელე-რადიო კომპანია "ოდიშის" თანამშრომელი, პოეტი ნიკა ლაშხია მონაწილეობს

“ბერლინისის” ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ფესტივალში ტელე-რადიო კომპანია “ოდიშის” თანამშრომელი, პოეტი ნიკა ლაშხია მონაწილეობს

Published on

რვა ქართველი ავტორი: ზურა აბაშიძე, თორნიკე ჭელიძე, ნინი ელიაშვილი, ნიკა ლაშხია, ქეთევან მეფარიძე, თაკო ფოლადაშვილი, გიორგი შონია და ანინა ტეფნაძე რვა გერმანელ მწერალთან ერთად Berlinisi-ს ფესტივალში იღებს მონაწილეობას.ფესტივალი ბერლინში 29 აგვისტოს გაიხსნა  და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართველი ავტორების ნაწილისთის ეს პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ტურნე და პირველი შესაძლებლობაა, გერმანულ ენაზე თარგმნილიყო მათი ტექსტები. პოეტ ნიკა ლაშხიასთვის “ბერლინისი” უცხოეთში ჩატარებული პირველი ფესტივალია, რომელზეც თავის ტექსტებს გერმანელ მსმენელს წაუკითხავს. გიორგი შონიაც ინტერესით ელის გაიგოს, რაზე წერენ მისი თანატოლი მწერლები.ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები
პროექტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და Lettertage-ს თანამშრომლობით ხორციელდება.
 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...