მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ბახტაძის ბოლო გაფრთხილება

მამუკა ბახტაძის ბოლო გაფრთხილება

Published on

„ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს“ – საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას, ვინც პასუხისმგებელია საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის არ არის კმაყოფილი საქართველოს კურორტებზე მზადყოფნით.
 
„მე განვაცხადე, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი, ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში.
 
ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად, მიიღოს ნაკადი. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც არ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...